ანა კეკელიძე დირექტორის მოადგილე

ანა კეკელიძეს მიღებული აქვს სამართალმცოდნეობის ბაკალავრის (LLB) და საერთაშორისო სამართლის მაგისტრის (LLM) ხარისხები ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტიდან.

2009 წელს, ანა კეკელიძემ კარიერა დაიწყო, როგორც იურისტმა. 2011-2012 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში, ხოლო შემდგომ, ევროპულ საქმეთა დეპარტამენტში.

2013 წელს, მან კარიერა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ 112-ის ანალიტიკურ სამსახურში გააგრძელა. 2014-2015 წლებში, იგი შსს სსიპ 112-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსად მუშაობდა. 2015-2016 წლებში, შსს სსიპ 112-ის განვითარების სამსახურის უფროსი, ხოლო 2016-2017 წლებში შსს სსიპ 112-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე იყო.

2017-2018 წლებში ანა კეკელიძე შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ანალიტიკური სამმართველოს I განყოფილების უფროსად დაინიშნა. 2018 წლიდან 2019 წლის ივნისამდე, იგი შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დანაშაულის ანალიზის განყოფილების უფროსი იყო. 2019 წლის 3 ივნისს, ანა კეკელიძე საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.

სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის დაჯილდოებულია შს მინისტრის მადლობის სიგელით.