დავით წიკლაური საინვესტიციო საბჭოს წევრი

ბატონ დავით წიკლაურს აქვს საფინანსო სექტორში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება, როგორც საქართველოში, ასევე დიდ ბრიტანეთში.

ბატონი დავით წიკლაური მუშაობდა საქართველოს ბანკში (2017-2019) მთავარი ფინანსური ოფიცრის და მთავარი აღმასრულებელი ოფიცრის მოადგილის თანამდებობებზე, სადაც იგი ხელმძღვანელობდა მთელ რიგ მიმართულებებს, მათ შორის, საინვესტიციო-საბანკო, კაპიტალის ბაზრის, აქტივების და პასივების მართვის მიმართულებებს.

2014 – 2016 წლებში, ბატონი დავით წიკლაური იკავებდა თიბისი ბანკის მთავარი აღმასრულებელი ოფიცრის მოადგილის თანამდებობას კორპორატიული საბანკო მიმართულებით. იგი ასევე აქტიურად იყო ჩართული თიბისი ბანკის საინვესტიციო-საბანკო მიმართულების განვითარებაში და თიბისი კაპიტალის ჩამოყალიბებაში და რამოდენიმე წარმატებულ ტრანზაქციაში ამავე მიმართულებით.

საქართველოში დაბრუნებამდე (2008-2014), ბატონი დავით წიკლაური მუშაობდა Deutsche Bank -ის ლონდონის ოფისში, თავიდან თანამშრომლის რანგში კაპიტალის ბაზრის საკრედიტო ინსტრუმენტების მიმართულებით, ხოლო შემდგომ, ვიცე-პრეზიდენტის რანგში კაპიტალის ბაზრის და სახაზინო პროდუქტების მიმართულებით.

ბატონ დავით წიკლაურს მიღებული აქვს ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხები სატელეკომუნიკაციო საინჟინრო მიმართულებით და ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი ლონდონის ბიზნეს სკოლიდან, 2008 წელს.

ბატონი დავით წიკლაური სხვადასხვა დროს იყო საქართველოს საფონდო ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და ბელორუსის სახალხო ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.