ირაკლი ბურჭულაძე დირექტორის მოადგილე

ირაკლი ბურჭულაძე ამერიკის შეერთებული შტატებისuuu ჰალტის საერთაშორისო ბიზნეს სკოლის მაგისტრია (MS) ფინანსების მიმართულებით. ასევე, მიღებული აქვს საქართველოს საერთაშორისო შავი ზღვის უნივერსიტეტში საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხი (BS).
2012 წელს ირაკლი ბურჭულაძემ კარიერა დაიწყო კომპანია ,,ჯი-ი-სი დეველოპმენტში“ ფინანსური საკითხების კონსულტანტად. 2014-2017 წლებში მუშაობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საპენსიო რეფორმისა და კაპიტალის ბაზრის განვითარების დეპარტამენტში მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე.
ტექნიკური დახმარების ფარგლებში განხორციელებული აქვს 6-ზე მეტი პროექტი სხვადასხვა სამთავრობო უწყებასა და ინსტიტუტში. მათ შორისაა: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია და ა.შ. 2019 წლის თებერვალში დაინიშნა საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილედ.