ჟან-ფრედერიკ პოლსენი საინვესტიციო საბჭოს წევრი

ბატონი ჟან-ფრედერიკ პოლსენი არის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ფინანსებისა და ბუღალტერიის კურსის ლექტორი 2015 წლიდან დღემდე.

2017 წლიდან 2019 წლის 18 მაისამდე ბატონი ჟან-ფრედერიკ პოლსენი იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის უფროსი მრჩეველი სხვადასხვა მიმართულებით.

2012 – 2017 წლებში, ბატონი ჟან-ფრედერიკ პოლსენი იყო ბრიტანული კომპანიის TPFF Asset Management -ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და აქტიურად იყო ჩართული საინვესტიციო და რისკის პოლიტიკის შემუშავებაში და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში.

2014-2017 წლებში, ბატონი ჟან-ფრედერიკ პოლსენი იყო ქართული კომპანიის Wellington LLC -ის დამფუძნებელი და მმართველი დირექტორი. კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა მეწარმეობა სხვადასხვა ბიზნეს სექტორებში (სოფლის მეურნეობა, წარმოება, უძრავი ქონება, საინფორმაციო ტექნოლოგიები)

2007-2013 წლებში, ბატონი ჟან-ფრედერიკ პოლსენი მუშაობდა სხვადასხვა კომპანიებში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში და ჰონგ-კონგში, როგორც ბიზნეს ანალიტიკოსად, ასევე, ფინანსურ მენეჯერად.

ბატონ ჟან-ფრედერიკ პოლსენს მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი ფინანსებში პარიზის ევროპულ ბიზნეს სკოლაში და მაგისტრის ხარისხი ფინანსებში და საბუღალტრო აღრიცხვაში, ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერებების სკოლაში.

ბატონი ჟან-ფრედერიკ პოლსენი არის ლონდონის მმართველ ბუღალტერთა ინსტიტუტის მეცნიერ მკვლევარი და ლონდონის ბიზნეს სკოლის მოწვეული ლექტორი 2017 წლიდან.

ბატონი ჟან-ფრედერიკ პოლსენი არის საქართველოს, საფრანგეთის და შვედეთის მოქალაქე.