დავით სერგეენკო სამეთვალყურეო საბჭოს წევრი

დავით სერგეენკო დაბადების თარიღი: 1963 წლის 25 სექტემბერს. განათლება: 1991 წ. მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი - ინტენსიური თერაპიის მიმართულებით; 1987 წ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი. კვალიფიკაციის ამაღლება: 07/2006 წ. - გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სასწავლო კურსი. თბილისი, საქართველო; 06/2005 წ. გადაუდებელი სამედიცინო დახმარება პედიატრიაში. თბილისი, საქართველო; 2003 წ. ოფშორული მედიცინის კვალიფიკაცია. აბერდინი, გაერთიანებული სამეფო; 2001 წ. პედიატრიული კარდიორეანიმაცია. ჰარვარდის სამედიცინო სკოლა, ბოსტონის ბავშვთა საავადმყოფო; 05-06/1999 წ. - ანესთეზია - ინტენსიური თერაპიის კვალიფიკაცია. ბერლინის გულის ინსტიტუტი. მინიჭებული აქვს სახელმწიფო სერტიფიკატი ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგია, კრიტიკული მედიცინის დარგში. სამუშაო გამოცდილება: 25/10/2012 წ. - დღემდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი; 2006- 2012 წწ. საჩხერის სამედიცინო ცენტრი, გენერალური დირექტორი; 2002-2006 წწ. "MediClubGeorgia" - სამედიცინო მენეჯერი; 1997-2006 წწ. ჯოენის სამედიცინო ცენტრი- ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი; 1995-1997 წწ. საქართველოს სპორტის დეპარტამენტი. სამედიცინო სამსახურის უფროსი; 1992-1993 წწ. საქართველოს შეიარაღებული ძალები. საავიაციო პოლკის ექიმი; 1989-1992 წწ. რუსთავის სამშობიარო სახლი, ექიმი-ნეონატოლოგი; 1987-1989 წწ. სოხუმის ბავშვთა საავადმყოფო, ექიმი-ინტერნი. ენები: ქართული, რუსული, ინგლისური ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.