ნათია თურნავა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

ნათია თურნავა დაბადების თარიღი: 1968 წლის 19 ოქტომბერი.

განათლება: 1990 წ., ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, ეკონომისტის სპეციალობით; 1994 წ., ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა; 1994 წელს მიენიჭა ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი; 2012-2014 წლებში მიენიჭა სამაგისტრო ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, კუმბრიის საგრაფოს უნივერსიტეტიდან (გაერთიანებული სამეფო); 2005-2006 წლებში გაიარა სხვადასხვა კურსები ჰარვარდის უნივერსიტეტის ჯონ ფ. კენედის სახელობის სამთავრობო სკოლაში.

ქალბატონი ნათია არის 40-მდე სამეცნიერო ნაშრომის და მონოგრაფიის ავტორი, აგრეთვე ორი წიგნის თანაავტორი.

სამუშაო გამოცდილება: 2019 წლის 18 აპრილიდან დღემდე ქალბატონი ნათია არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი; 2018-2019 წლებში იგი იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე; 2013-2018 წლებში, ქალბატონი ნათია მუშაობდა საპარტნიორო ფონდში, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე; 2006-2013 წლებში, იგი იყო შპს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფიის დირექტორთა საბჭოს წევრი, ასევე, შპს საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე; 2005-2006 წლებში ქალბატონი ნათია არის საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე; 2005 წელს იგი იყო საქართველოს პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, ხოლო 2000-2005 წლებში საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე; 1998-2000 წლებში, ქალბატონი ნათია თურნავა იყო თბილისის საკრებულოს წევრი და საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; 1997 – 2000 წლებში, ქალბატონი ნათია მუშაობდა სახელმწიფო კანცელარიაში, სახელმწიფო მრჩევლის თანამდებობაზე და ეკონომიკური სამსახურის საფინანსო საბიუჯეტო პოლიტიკის განყოფილების უფროსის მოადგილედ, ასევე, ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილედ და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად. 1994 – 1996 წლებში, ქალბატონი ნათია იყო საქართველოს პოლიტოლოგიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი, ეკონომიკის სხვადასხვა დისციპლინების მიმართულებით და ლექტორი თბილისის უმაღლესი სასწავლებლებში. ქალბატონი ნათია ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს, ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.