ვაჟა ჯაფოშვლი დირექტორის მოადგილე

ვაჟა ჯაფოშვილს მიღებული აქვს მეცნიერებათა მაგისტრის (MS) ხარისხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფინანსების და საბანკო საქმის მიმართულებით. სხვადასხვა დროს მოპოვებული აქვს მეცნიერებათა მაგისტრის (MS) ხარისხი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მშენებელ-ინჟინრის, ხოლო ბაკალავრის (BS) ხარისხი სამართალმცოდნეობის მიმართულებით.

1991 წლიდან დაინიშნა ახალგაზრდობის პრობლემების გადაჭრის სტუდენტური ცენტრის დირექტორად; 1993 წელს მუშაობდა შინაგანი ჯარების მთავარ სამმართველოში; 1995 წელს საგადასახადო პოლიციის სამმართველოში; 1996-1997 წლებში მუშაობდა გურჯაანის რაიონის კაჭრეთის საკრებულოში.

ვაჟა ჯაფოშვილს პენსიებისა და სხვა სახელმწიფო გასაცემლების ადმინისტრირების მიმართულებით სხვადასხვა პოზიციაზე აქვს 20 წლიანი სამუშაო გამოცდილება. 1998 წლიდან დასაქმდა სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდში პენსიების დანიშვნისა და გაცემის განყოფილების რევიზორად; 2000 წელს იმავე ფონდში დაწინაურდა წამყვან სპეციალისტად და 2003 წელს კი მთავარ სპეციალისტად; 2004 წელს საპენსიო უზრუნველყოფის დეპარტამენტის მეთოდური მუშაობისა და მართვის განყოფილების უფროსი ხდება; 2005 წელს ინიშნება სახელმწიფო გასაცემლების დეპარტამენტის უფროსად. მან დეპარტამენტის უფროსობის პერიოდში შეიმუშავა პენსიების ადმინისტრირების დოკუმენტური და ელექტრონული აღრიცხვის სისტემები. სახელმწიფო გასაცემლების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა შექმნიდან 13 წლის განმავლობაში.

2018 წლის 1 ნოემბრიდან, ვაჟა ჯაფოშვილი დაინიშნა საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილედ.

საპენსიო სისტემის რეფორმის შესახებ, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, გავლილი აქვს ტრეინიგები და კურსები.

საპენსიო უზრუნველყოფაში, გაწეული კვალიფიციური, ეფექტური შრომისათვის და მსხვილმასშტაბიანი ანტიკორუფციული ღონისძიების წარმატებით განხორციელებისათვის საქართველოს პრეზიდენტის მიერ ვაჟა ჯაფოშვილი დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.